საარბიტრაჟო სასამართლო

ფანჯიკიძე: საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს უერთდება

საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს უერთდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნიუ იორკში, ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"წელს დავიწყეთ მიერთების პროცედურა. ივლისში გადავუზავნეთ ყველაფერი საქართველოს პარლამენტს და იმედი გვაქვს, პარლამენტი ძალიან მალე განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. ამით საქართველო უერთდება კიდევ ერთ საერთაშორისო კონვენციას და კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ერთგულებას და ვალდებულებას, იმოქმედოს კანონისა და მართლმსაჯულების ფარგლებში და საერთაშირისო სამართლის ფარგლებში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო დაფუძნებულია 1907 წელს მიღებულ კონვენციაზე. კონვენციის წევრი არის 116 ქვეყანა, საქართველო კი 117-ე იქნება.

კომენტარები