კრიზისი უკრაინაში

NATO ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა

NATO-ში ადასტურებენ, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა. ალიანსის წარმომადგენლის ჯეი ჯანზენის განცხადებით, ამის მიუხედავად, მრავალათასიანი რუსული დაჯგუფება კვლავ უკრაინის საზღვრებთან რჩება. რუსული რეგულარული ქვედანაყოფების ნაწილი კი, NATO-ს ინფორმაციით, ისევ უკრაინაში იმყოფება.

უკრაინის ხელისუფლება პრორუს სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა სულ მცირე 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინული პოზიციების მიმართულებით არტილერიის, ტანკებისა და გრადების გამოყენებით. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მძიმე შეიარაღებას ფრონტიდან 15 კილომეტრის სიღრმეში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანს, რაც სეპარატისტები ცეცხლს საბოლოოდ შეწყვეტენ. 

"უკრაინელი ჯარისკაცები თავის პოზიციებზე რჩებიან და მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან. უკრაინული არმია წინ არ მიდის. თუ ტერორისტები შეიარაღებას  გაიტანენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი - მოვამზადეთ სპეციალური ადგილები, სადაც გატანილი შეიარაღება განთავსდება. მათ ეს არ გაუკეთებიათ", - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ.

 

კომენტარები