მეამბოხეების გაწვრთნაზე ინფორმაციას NYT Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს

The facade of the New York Times building is seen in New York
Shannon Stapleton / REUTERS

New York Times-ი ობამას ანტი-ISIS-ურ კოალიციაზე Reuters-ის სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის შექმნა შესთავაზა, თუმცა ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, დათანხმდება თუ არა თბილისის შეთავაზებას. სტატიის მიხედვით, აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

საქართველოს ინიციატივის შესახებ ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მაც დაწერა, რომელსაც ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერა

განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული სახის იქნება და საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელი ცენტრის შექმნა და სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა არ განიხილება. საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც უარყო

განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილი არ არის. 

კომენტარები