ფარული აუდიო ჩანაწერები

ვოლსკი: შექმნეს ანტურაჟი, წინაპირობა და გამოიტანეს ჩანაწერები

მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს, ძნელად თუ შეეცვლება აზრი, რომ ეს მნიშვნელოვანწილად იმ სტრატეგიითაა განპირობებული, რომლის ნაწილსაც ეკა კვესიტაძე, ან თუნდაც მისი მეუღლე, გარკვეული მედიასაშუალებები წარომოადგენენ. არის ძირითადი მიმართულება და გუნდი, რომელსაც მე პირადად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებს დავარქმევდი. ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევის აზრი თავისი წარსულის იმ ნაწილის გამართლებაა, რომელიც სწორედ ციხეებს ეხება. გვეუბნებიან, რომ სწორედაც ასე უნდა გვემართა ციხე, გაგვეუპატიურებინა, დაგვემცირებინა, რათა არ ყოფილიყო ის, რაც კვესიტაძემ თავის გადაცემაში აჩვენა. თუმცა ასევე საინტერესოა როდის, რა პირობებშია ეს ჩანაწერები გაკეთებული, საერთოდ როგორ გამოვიდა, ან ვინ მოუყარა თავი ამ ჩანაწერებს? ეს ჯერჯერობით არავინ იცის და შესაბამისმა სტრუქტურებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. რა დონის სამსახურმა იმუშავა ისე, რომ რუსთავი 2–ი დაცულ ტერიტორიაზე შესულიყო, შეეტანა აპარატურა და დაემონტაჟებინა, დაცვის წევრების ნახევარი მოსყიდულიც რომ ჰყოლოდა... ასეთი რამ გამორცხულია. მე მგონია, რომ თავისივე დაგეგმილი ოპერაცია მოხდა. შემდეგ შექმნეს ანტურაჟი, წინაპირობა და გამოიტანეს ჩანაწერები, რომელიც მათ ხელთ არსებობდა. საიდან არის ეს ჩანაწერები? იმ წყაროს რომ არ უთითებს გვარამია, დამაფიქრებელია.  ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოს დისკრედიტაციისკენ მიმართული აქცია. მე უბრალოდ ასე მგონია, მე  გამომძიებელი არ ვარ. რიგითი მოქალაქეს მებადება კითხვები

კომენტარები