ფარული აუდიო ჩანაწერები

კილაძე: ხელისუფლება რომ სისტემურ დანაშაულს სჩადიოდეს, ადამიანები ჩურჩულით მაინც იტყოდნენ

ჩვენ ვიცით ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უთვალთვალებდა, აშანტაჟებდა, სცემდა და აუპატიურებდა ადამიანებს, აბსოლუტურად მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი ხელისუფლება რომ ასეთ სისტემურ დანაშაულს სჩადიოდეს, ეს მთელ საზოგადოებაში აუცილებლად გავიდოდა, მთელი საზოგადოება ამას ჩურჩულით მაინც იტყოდა მაშინ, როდესაც ადრე ამას ჩურჩულითაც ვერ ამბობდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები