დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ცხადაია ჯაჭვლიანს: ნაციონალების დროს ამას არავინ გაგვიბედავდა

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მოქმედი და ყოფილი მოჭიდავეების მიერ ლუკა კურტანიძის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მივიდა სოსო ჯაჭვლიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მხარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის შედეგადაც კურტანიძე თანამდებობაზე დარჩა. სამინისტროს შენობასთან შეიკრიბენ მოჭიდავეები, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს.

"საქმის კურსში არ ვარ, წუხელ ჩამოვედი - მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი. უბრალოდ როგორ არის, იცით, ხალხს პატივი ხომ უნდა ვცეთ, რომ მოვდივართ? ერთ რაღაცას ვიტყვი და პოლიტიკურად არ მიიღოთ: სააკაშვილის დროს, ამას ვერავინ გაბედავდა", - განუცხადა მოჭიდავეებს სოსო ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, მანუჩარ ცხადაიამ უპასუხა.

"მოვისმინე, რომ ნაციონალების დროს ასეთ რაღაცას ვერ გაბედავდითო. პირდაპირ ვამბობ: ასეთ რამეს ადრე ვერავინ ვერც გვაკადრებდა და არც გაგვიბედავდა", - განაცხადა მანუჩარ ცხადაიამ

კომენტარები