ჯონ მაკჰიუს ვიზიტი

აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ თბილისში იმყოფება

US Embassy

აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ თბილისში იმყოფება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მაკჰიუ ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გორში და შეხვდება თავდაცვის მინისტრ ალასანიას.

"მხარეები განიხილავენ საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საფრთხეებს, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" (ISIS) უკავშირდება და საქართველოს NATO-ში სწრაფვისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები