დავით კოდუას საქმე

ნოშრევან ნამორაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას 50 000-ლარიანი გირაო დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სანდოძემ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატები ნამორაძისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ. ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ ნოშრევან ნამორაძეს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და გაჩნდა მისი გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა.

ადვოკატებმა დაასახელეს გარემოებები, რომლის მიხედვით, ნამორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამძიმდა.

კომენტარები