ბარბარე რაფალიანცის საქმე

ფოფხაძე: რაფალიანცის ტრაგედიის პოლიტიკური შეფასების საგნად ქცევა არასწორი იყო

ეს იყო ძალიან არასწორი, როდესაც ამ ოჯახის და ამ ბავშვის ტრაგედია იქცა პოლიტიკური შეფასებების საგნად. თუ დღეს ისევ ამის პოლიტიზება მოხდება, მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების შეცდომებს უფრო გავაღრმავებთ და უფრო ცუდს გავაკეთებთ. თუ პროკურატურა ვერ იძიებს, ჩვენ მივიღოთ ამაზე ინფორმაცია და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ამ საკითხის პოლიტიზებას. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები