ვიზიტი აშშ-ში

პეტრიაშვილი: გამობრძანდით და გაეცით პასუხი, რაზე გადაიფიქრეთ აშშ-ში წასვლა

დათო ზალკალიანი არის ყველაზე რაფინირებული, გაწონასწორებული და უმაღლესი დონის დიპლომატი და რაც ყველაზე მთავარია ადამიანი! და მერწმუნეთ, მისი მოლაპარაკებებზე წყობიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია! ყოჩაღ გიორგი! ყოჩაღ თენგო! ყოჩაღ ივანე! გამობრძანდით და გაეცით პასუხი, რაზე გადაიფიქრეთ აშშ-ში წასვლა! და გამოაქვეყნეთ ბან კი მუნის მისალოცი პრეზიდენტ მარგველაშვილზე! საგარეოზე ისრების გადაყვანას კიდე მოეშვით, თორემ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ! მოუფრთხილდით მართლა პრეზიდენტის და სახელმწიფო ინსტიტუტებს!

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტის აშშ-ში ჩაშლილი ვიზიტის შესახებ facebook-ზე წერს.

კომენტარები