სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში შესვლა 35 რუს ჟურნალისტს აუკრძალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 35 რუს ჟურნალისტს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა 3-დან 5 წლამდე აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საკითხებში ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა იური არტემენკომ გაავრცელა.

უცნობია ჟურნალისტების სახელები, თუმცა არსებული ინფორმაციით სიაში შემდეგი კომპანიების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შევიდნენ: Первый канал", "РТР-Планета", ВГТРК, "НТВ-Мир", TVCI, "Россия", "Россия-1", "Россия-24", НТВ, "Петербург 5", РЕН-ТВ, Russia Today, ТВЦ, Lifenews, "Звезда".

კომენტარები