საჯარო ინფორმაცია

IDFI: პროკურატურაში 2014 წლის პირველ ნახევარში 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე 2014 წლის პირველ ნახევარში ჯამში 3 966 846 ლარის, 2013 წელს კი - ჯამში 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვიათარების ინსტიტუტი (IDFI) პროკურატურიდან მიღებულ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

უფრო კონკრეტულად, პროკურატურის თანამდებობისპირებს 2013 წელსმიღებულიაქვთპრემია 1 646 027 ლარისოდენობით, ხოლო 2014 წლისპირველი 6 თვისგანმავლობაში 852 731 ლარისოდენობით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებს, 2013 წელსმათ  4 254 830 ლარისოდენობითპრემია აიღეს, ხოლო 2014 წლისპირველ ნახევარში -  3 114 115 ლარისოდენობით.

IDFI აღნიშნავს, რომ უწყებამ ორგანიზაციას გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულად მიაწოდა, რის გამოც რთული გახდა იმის გარკვევა, თუ  რომელმა თანამდებობის პირმა რა რაოდენობის პრემია მიიღო დასახელებულ პერიოდებში. თუმცა, ზოგადად პროკურატურის სისტემაში თანამდებობის პირთა რაოდენობის (53 ადამიანი) მიხედვით, მათთვის ყოველთვიურად დარიცხული პრემიის საშუალო ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 2588 ლარს, ხოლო 2014 წელს კი 2682 ლარს შეადგენდა.

IDFI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციისვე თანახმად, პროკურატურის სისტემაში 2012 წელს ჯამში 4 557 686 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. ამ წლის მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის თანახმად, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები პრემიის იღებდნენ 5870 ლარს იღებდნენ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მონაცემებს აქვეყნებს პროკურატურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებაც. როგორც ირკვევა, „2013 წელს ავტომობილების ჩანაცვლების გზით ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის ჯამში შეადგენს 1 113 877 ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულებები იდებოდა მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს „ჯი–თი მოტორსთან“, შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ–ინ კომფანი“–სთან და შპს „ავტო თრეიდ ინ“–თან.“

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, პროკურატურამ ამის შესახებ ინფორმაცია IDFI-ს მხოლოდ ჯამური სახით მიაწოდა. ჯამში სამივლინებო ხარჯი 2013 წელს 42 222 ლარს შეადგენდა, 2014 წლის პირველ ნახევაში კი 27 661 ლარს.

IDFI აღნიშნავს, რომ თავდაპირველად პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა  ინტიტუტის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განაცხადი.  ორგანიზაციამ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო მას შემდეგ, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის უმოქმედობა მთავარ პროკურორთან გაასაჩივრა.

„დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ 2013 წლის დასაწყისში ჩვენს მიერ ანალოგიურ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საქართველოს პროკურატურამ სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა. მაგ. პროკურატურამ მოგვაწოდა თანამდებობის პირებზე ინდივიდუალურად გაცემული პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით პროკურატურის მიერ მოწოდებული არასრულყოფილი პასუხები მეტყველებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებაზე, რასაც ჩვენ ასე ხშირად ვსაყვედურობდით წინა ხელისუფლებას. აღნიშნულ სამწუხარო ტენდენციას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ვალდებულებისა, საქართველოს პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზეპროაქტიულად აღარ აქვეყნებს მონაცემებს სისტემაში გაცემული თანამდებობრივი სარგოების და პრემიების შესახებ, ვებ-გვერდზე წარმოდგენილია, მხოლოდ 2013 წლის პირველ 3 კვარტალში გაცემული თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნავს IDFI

 

 

კომენტარები