NATO-ს წვრთნები

კანადა რუსეთს NATO-ს წვრთნების დროს პროვოკაციაში ადანაშაულებს

wikipedia.org

კანადამ რუსეთი შავ ზღვაში NATO-ს წვრთნების დროს პროვოკაციებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, რუსულმა თვითმფრინავებმა კანადურ სამხედრო გემ Toronto-ს შემოუფრინეს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია კანადურ გემ HMCS Toronto-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ასეთი ქმედებები პროვოკაციული იყო და დაძაბულობის ესკალაციის რისკს ქმნიდა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები Sea Breeze-2014 ორშაბათს, 8 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას იღებენ აშშ, უკრაინა, ისლანდია, კანადა, რუმინეთი და თურქეთი. მეთვალყურის სტატუსით კი საკუთარი სამხედრო პერსონალი გააგზავნეს საქართველომ, ნორვეგიამ, შვედეთმა და საფრანგეთმა.

კომენტარები