NATO-ს მომდევნო სამიტს პოლონეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა.
უელსში კი NATO-ს 2-დღიანი სამიტი მიმდინარეობს, რომლის ძირითადი საკითხი უკრაინაა. სამიტის თემები ასევე ავღანეთი და ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაშია (ISIS).
იმ სპეციალურ პაკეტზე კი, რომელსაც საქართველო NATO-სგან მიიღებს, უელსის სამიტზე დღეს იმსჯელებენ.





