უელსის სამიტი

ალასანია ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

თავდაცვის სამინისტრო

უელსის სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 28+24-ის ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ერთობლივი დისკუსია გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განხილვის მთავარი თემა არსებული სამხედრო თავსებადობის შენარჩუნება და ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, თავსებადობის გაღრმავება იყო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან თავსებადობის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ალასანიამ აღნიშნა, რომ "საქართველო ალიანსთან ყველა არსებული მექანიზმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ალასანიამ NATO-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის შედეგად მიიღებს. მისი თქმით, პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას დაეხმარება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს", - წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

კომენტარები