უელსის სამიტი

რასმუსენი: კიევის სამხედრო დახმარება ალიანსის ქვეყნების ინდივიდუალური ნებაა

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება NATO-ს წევრი ქვეყნების ინდივიდუალური ნებაა და არა მთლიანად ალიანსის - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტზე განაცხადა.

NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრის დაწყებამდე რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს უკრაინის ანექსია და გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

რასმუსენის განცხადებით NATO დაეხმარება უკრაინას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და აუცილებლად გააგრძელებს ოფიციალურ კიევთან თანამშრომლობას. 

კომენტარები