უელსის სამიტი

რასმუსენი: საქართველოს NATO აძლევს მნიშვნელოვან პაკეტს

NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს რამდენიმე წუთის წინ კვლავ ჰკითხეს საქართველოსთვის მომზადებული სპეციალური პაკეტის შესახებ. მან რამდენიმე მაგალითი დაასახელა.

"საქართველოს ჩვენ ვაძლევთ მნიშვნელოვან პაკეტს. პაკეტს, რომელიც NATO-სთან დააახლოვებს. თავდაცვითი შესაძლებლობების მისია, სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ჩავატარებთ წვრთნებს საქართველოში. ეს, უბრალოდ, რამდენიმე მაგალითია", - თქვა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ უელსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. პაკეტს, რომელსაც საქართველო NATO-სგან მიიღებს, სამიტზე ხვალ განიხილავენ.

კომენტარები