უელსის სამიტი

NATO-ს სამიტზე დასავლელმა ლიდერებმა რუსეთი უკრაინის ვითარების გამო გააკრიტიკეს

AP

NATO-ს სამიტის გახსნისას, დასავლელმა ლიდერებმა რუსეთი გააკრიტიკეს უკრაინაში შექმნილ დესტაბილიზაციაში ჩართულობის გამო.

NATO-მ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ გაიზრდება ზეწოლა რუსეთზე, თუ ის არ შეცვლის კურსს აღმოსავლეთ უკრაინაში.

სამიტამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკისა და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილა საკითხი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ამ წუთებში უელსის სამიტზე ავღანეთის თემას განიხილავენ.

ორდღიანი სამიტის ძირითადი თემა უკრაინის კრიზისია. ლიდერები ასევე განიხილავენ ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს საკითხს.

რაც შეეხება პაკეტს, რომელსაც NATO-სგან საქართველო მიიღებს, ალიანსი ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები