უელსის სამიტი

კამერონი და ობამა ISIS-ის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის წინადადებით გამოვლენ

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერი დევიდ კამერონი უელსში NATO-ს სამიტზე ე.წ. ერაყის ისლამური სახელმწიფოს ISIS-ის წინააღმდეგ მრავალეროვანი კოალიციის შექმნის წინადადებით გამოვლენ.

კამერონმა და ობამამ კოალიციის შექმნის ერთობლივი იდეა ჟურნალ The Times-ში გამოაქვეყნეს. ტექსტში ნათქვამია, რომ ექსტრემისტები, რომლებმაც ორ ამერიკელ ჟურნალისტს თავი მოკვეთეს, ობამასა და კამერონს ვერ დააშინებენ.

ობამას ანტიტერორისტული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ამერიკის პირველმა პირმა განაცხადა, რომ სირიასთან დაკავშირებით სტრატეგია არ გააჩნდა და ISIS-ს “მოგვარებადი პრობლემა“ უწოდა.

კომენტარები