7 სექტემბრამდე შავ ზღვაში NATO-ს ოთხი სამხედრო გემი შევა - ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ИТАР ТАСС სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, შავ ზღვაში შემოვა ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი „როსი", ფრანგული კორვეტი „კომანდანტ ბირო", კანადური ფრეგატი „ტორონტო" და ესპანური ფრეგატი „ალმირატე ხუან დე ბურბონი".
"როსი" და "ბირო" შავი ზღვის სრუტეებს 3 სექტემბრისთვის გაივლიან, ხოლო ესპანური და კანადური ფრეგატები შავ ზღვაში 6 სექტემბრისთვის გამოჩნდებიან.
წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში ამ დროისთვის მყოფი ფრანგული სადაზვერვო გემი „დიუბიუ დე ლომი" შავ ზღვას 5 სექტემბრისთვის დატოვებს.
მონტრეს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარდა, სამხედრო გემებს შავი ზღვის აუზში გაჩერება 21 დღემდე აქვთ შეზღუდული.





