ბოკერია: NATO-სთან ურთიერთობაში ხელისუფლება სერიოზულ შეცდომებს უშვებს

NATO-ს გენერალური მდივნის რასმუსენის მიერ შემოთავაზებული ნაბიჯების პაკეტი საქართველოსთვის კარგია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვერ და არ შეცვლის პოლიტიკური გზავნილის ნაწილს NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯის თაობაზე. თუ ყველაფერი ასე დარჩა, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხელიდან გაშვებული სერიოზული შესაძლებლობა, მით უმეტეს, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე. ამ ვითარებაში წინ ნაბიჯის არგადადგმა თავისთავად პრობლემატური გზავნილია, სერიოზული შეცდომაა და ჩვენი ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებული სერიოზული შესაძლებლობაა.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, NATO-საქართველოს მომავალი შესაძლო ურთიერთობების შესახებ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კომენტარები