თავიდანვე კოალიციის პოლიტიკური კურსი, მათ შორის, ჩემი პოლიტიკური კურსიც მდგომარეობდა იმაში, რომ საჭიროა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაცია. არის ვითარებები, როდესაც ეს ძალიან რთულია. მაგალითად, ახლა. მაგრამ საგარეო კურსის ცვალებადობა არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული ყოველწუთიერ პრობლემებზე. საქართველოდან მიდის ერთი და იგივე პოლიტიკური მესიჯი - მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული საქართველო არ არის საშიში რუსეთისთვის. მისთვის შეიძლება, იყოს ძალიან საინტერესო პარტნიორი, ძალიან საინტერესო მეზობელი. დღეს ამ პროცესს აქვს სირთულეები, გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც გააჩნია ჩვენ მეზობელ და მეგობარ უკრაინას, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ამ წუთას კურსი არის შესაცვლელი
პრეზიდენტი: სირთულეები არ გულისხმობს იმას, რომ რუსეთთან კურსი შესაცვლელია
tbl.ge/mn6
დაკოპირდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთზე.




