ღარიბაშვილი-მარგველაშვილი

მარგველაშვილი: გარკვეული საკითხები, ალბათ, საჭიროებს მოთელვას

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავად მას შორის ურთიერთობაზე ჰკითხეს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრემიერთან დაძაბულობა არ აქვს და "გარკვეული საკითხები მოთელვას საჭიროებს".

"არანაირი არც დაძაბულობა და არც უთანხმოება აქ არ არსებობს. ეს არის მიმდინარე პროცესი ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკითხები, ალბათ, საჭიროებს მოთელვას", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები