NDI-ის კვლევა

ნორლანდი NDI-ის კვლევაზე: არ მგონია, ამ შედეგებით ვინმე გაკვირვებული დარჩეს

georgia.usembassy.gov

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის გამოქვეყნებასა და მისი სანდოობის თემას საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც გამოეხმაურა. ნორლანდი ამბობს, რომ ზოგადად კვლევები დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო NDI - პატივსაცემი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც წლებია, საქართველოში მუშაობს.

"ვფიქრობ, ეს ციფრები ნორმალური დემოკრატიული დისკუსიების ნაწილია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. რა თქმა უნდა, შედეგებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვება და ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დებატებს. ჩემი აზრით, ზოგადად ამ კვლევებმა აჩვენა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე უკანასკნელი არჩევნების დადებითი შეფასება და ის, რომ ეკონომიკა და დასაქმება მთავარი ეროვნული პრიორიტეტია. არა მგონია, რომ ამ შედეგებით ვინმე გაკვირვებული დარჩეს”, - განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები