დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნია. მაშველებმა ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დარიალ ჰესის ტექნიკურ გვირაბში იპოვეს. სტიქიის დროს დაკარგული მეორე ადამიანის ცხედარი კი, რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგმა გამორიყა.
დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს, გვიან ღამით ჩამოწვა. ამავე ადგილას მთა რამდენიმე თვის წინ, 17 მაისსაც ჩამოიშალა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა.