ინვესტიციები

საქართველოს Moody's-ის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურით შეიცვალა

სააგენტომ Moody’s საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიტინგის გაუმჯობესება ძირითადად საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გახდა.

ანგარიშში ხაზგასმულია ფაქტი, რომ საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მმართველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში. აღსანიშნავია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს პროგრესი 100-დან 8-ე ადგილზე.

კომენტარები