ოკუპირებული აფხაზეთი

ე.წ. ცესკო დე ფაქტო არჩევნების წინასწარ შედეგებს დღეს გამოაცხადებს

travel-images.com

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია დე ფაქტო არჩევნების წინასწარ შედეგებს დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა ე.წ. საარჩევნო უბანი 24 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიხურა. 

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციიით, არჩევნები შედგა, ვინაიდან მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 აგვისტოს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში მონაწილეობა ოთხმა კანდიდატმა - ასლან ბჟანიამ, ლეონიდ ძაპშბამ, მირაბ ქიშმარიამ და რაულ ხაჯიმბამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები