საქართველოს კალათბურთის ნაკრები

დღეს, 19:00-ზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება

http://www.gbf.ge/

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს დღეს, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს.

ეროვნულ ნაკრებს ამ დროისთვის 2-2 მოგება-წაგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. იგორ კოკოშკოვის გუნდი უნგრეთთან სტუმრად პირველი შეხვედრაში, მინიმალური სხვაობით 73-74 დამარცხდა.

E ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს დარჩენილ ორ თამაშში(უნგრეთი, პორტუგალია) გამარჯვება ჭირდება. ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს(ჩეხეთმა დარჩენილი ორი თამაში უნდა წააგოს) და 2015 წელს ევრობასკეტზე მოსახვედრად ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი უნდა გახდეს.

შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 27 აგვისტოს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები