კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კაზანტიპის ფესტივალი გააპროტესტეს

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კაზანტიპის წინააღმდეგ აქცია დღეს კვლავ გამართეს. მათ ფესტივალის ჩატარება თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მუსიკალური ფესტივალი მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება.

აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარიკა წიკლაურმა, შეკრებილ ადამიანებს რეალური პრობლემების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღია პროტესტის მიუხედავად, კაზანტიპის ფესტივალი დღეს, 20 აგვისტოს, ანაკლიაში 21 საათზე დაიწყება. ქალაქში რესპუბლიკის ვიზების გაცემა უკვე დაწყებულია. ფესტივალის ტერიტორიაზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები