უკრაინის ეკონომიკა

კახა ბენდუქიძე უკრაინაში მეოთხე საქმიან ვიზიტს იწყებს

პავლო შერემეტა და კახა ბენდუქიძე
თამარა ქურდაძე / ტაბულა

18 აგვისტოდან ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე უკრაინაში რიგით მეოთხე საქმიან ვიზიტს იწყებს. 

ბენდუქიძე შეხვდება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესმენებსაც. 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისის ბოლოს კანადის მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც მაღალი ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორისაა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.

კომენტარები