უკრაინის ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: მისია უკრაინაში წარმატებით მიმდინარეობს

jornadadiaria.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც ოფიციალური უკრაინის თხოვნით კიევში 4 მარტიდან მუშაობს,  20 მარტს გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც კიევში მისიის ხელმძღვანელი, ნიკოლაი გრეგორიევი  აცხადებს: "მისია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და ჩვენ ვთანხმდებით რიგ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება უკრაინაში ეკონომიკური რეფორმების გატარებას. რეფორმირების პროგრამა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს და ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას, თუმცა მისია გეგმავს რომ სამუშაოები 25 მარტისთვის დასრულებული იქნება".

ინფორმაციისთვის, 20 მარტის საგანგებო ბრიფინგის დროს, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა ქვეყანამ წარმატებით შეძლოს არსებული კრიზისის დაძლევა. 

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უკრაინის მთვრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა 12 მარტის საგანგებო ეკონომიკურ სამიტსაც, სადაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ქვეყნის რეფორმირების ინიციატივას.

14 მარტს დასრულდა მისიის ანალტიკური ნაწილი (ფაქტების მოძიების ეტაპი) და ფონდმა დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები მთავრობის წარმომადგენლებთან პრატიკული სამუშაოების დაწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ უკრაინას ფონდისგან ფინანსური მხარდაჭერაც ექნება. 

უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, პავლო შერემეტამ, ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინას რეფორმირების პროცესში სამი მთავარი მიზანი აქვს: დერეგულაცია, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო დანახარჯების შემცირება და რომ წარმატებულად რეფორმირებული ქვეყნის ერთერთ მოდელად საქართველოს მაგალითს აიღებენ. 

კომენტარები