თბილისის მერია

თბილისის მერი და მერიის თანამშრომლები 600-მდე მოქალაქეს პირადად შეხვდნენ

თბილისის მერი დავით ნარმანია მოქალაქეს ხვდება
თბილისის მერია

დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის მერიაში 600-მდე მოქალაქე მათთვის აქტუალურ საკითხებზე თბილისის მერს, მის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს შეხვდა. 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი პრობლემები, რომელიც მოქალაქეთა მიღების დროს გამოიკვეთა, სოციალური ხასიათის იყო. მერიაში მისული ადამიანები ითხოვდნენ მკურნალობისა და სწავლის დაფინანსების, ასევე საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, მოწესრიგებასა და დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. 

პირადად თბილისის მერი 40-მდე მოქალაქეს შეხვდა. 

მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14:00-დან 18:00 საათამდე მიმდინარეობს. მერიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრების ფორმატში თითოეულ თბილისელს მიეცემა საშუალება, შეხვდეს დედაქალაქის მთავრობის წევრებს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს. 

კომენტარები