კაზანტიპის ფესტივალი

მოყვარულ ველოსიპედისტთა ჯგუფი კაზანტიპის მხარდასაჭერად ანაკლიაში გაემგზავრა

ჯანსაღი მოძრაობა კაზანტიპი - ამ ლოზინგით მოყვარულ ველოსიპედისტთა ჯგუფი თბილისიდან ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის, კაზანტიპის მხარდასაჭერად გაეგზავრა. ველოტური სამი დღე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული აქცია მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის გახსნამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მართლმადიდებელი ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება ზუგდიდსა და ანაკლიაში პარაკლისს გამართავენ. განცხადება ამის შესახებ საპატრიარქომ გაავრცელა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებმა ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის გამართვა გააპროტესტეს. ისინი 20-30 აგვისტოს დაგეგმილი ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებდნენ და საზოგადოებას "ზნეობის დაცვისკენ" მოუწოდებდნენ.

ანაკლიის მოსახლეობა სასულიერო პირთა პროტესტს დაგვიანებულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ფესტივალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მათი თქმით, ტურისტების დასახვედრად მოსახლეობამ სესხი აიღო და ფესტივალის ჩაშლის შემთხვევაში დაზარალდებიან.

კომენტარები