უკრაინის კრიზისი

ფაბიუსი: ბერლინში მოლაპარაკებების პრიორიტეტი უკრაინის მთლიანობა უნდა გახდეს

chooff.fr

ბერლინში ოთხმხრივი მოლაპარაკებების პრიორიტეტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა გახდეს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. „პროირიტეტული უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ძალადობის დასრულება და პოლიტიკური პროცესის აღდგენა", - აღნიშნა ფაბიუსმა.

დღეს, 17 აგვისტოს, ბერლინში რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა არის დაგეგმილი.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები შეეხება „საგზაო რუკას" - საერთო გეგმის შემუშავებას, რომლის მიზანი ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა და ეფექტური სასაზღვრო კონტროლის მექანიზმის შექმნა გახდება.

კომენტარები