თბილისის მერია

თბილისის მერია და GWP ერთობლივი მუშა ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

tbilisi.gov.ge

თბილისის მერია და წყალმომარაგების კომპანია GEORGIAN WATER AND POWER ერთობლივი მუშა ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, მუშა ჯგუფი ორიენტირებული იქნება ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე. 

"მუშა ჯგუფის ფარგლებში საერთოდ ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ურთიერთობას. ჩვენ ვუწვდით ხელს წყალმომარაგების კომპანიას და იმედი გვაქვს, რომ გაწვდილ ხელს მიიღებენ. დავიწყებთ კოორდინირებულ მუშაობას. ვფიქრობ, რომ გვექნება ნაყოფიერი შედეგები. პრობლემატიკა ძალიან სიღრმისეულია, ძალიან დიდია და ვეცდებით მის ეტაპობრივ გადაწყვეტას", - განაცხადა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ხელმძღვანელობა GWP-ის წარმომადგენლებს ხვდება. კომპანია ჩატარებულ სამუშაოსთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობას იმ პრობლემატიკაზეც აწვდის ინფორმაციას, რაც დედაქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემაში არსებობს.

კომენტარები