კაზანტიპის ფესტივალი

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქციაზე ტაბულას ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია
ნათია სოფრომაძე / ტაბულა

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქციაზე ტაბულას კორესპონდენტს, ეკა ფხაკაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანია ტაბულას მიმართ აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. მღვდელმა გიორგი რაზმაძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ტელეკომპანია ტაბულაში არცერთი ნორმალური ადამიანი არ იმუშავებს.

მრევლის წევრებმა ტაბულას ჟურნალისტები "მეძავებად" მოიხსენიეს. პროტესტის ზოგიერთი მონაწილის განცხადებით კი, პოლიციას, რომელიც მღვდლებსა და მრევლს ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს, ტელეკომპანიის დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მართავს.

კომენტარები