სი-ტი პარკის საქმე

ნარმანია პარკირების წესების დარღვევაზე: დაჯარიმდეს, მაგრამ არ უნდა გაიტაცონ

ასავალ-დასავალთან ინტერვიუში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია სი-ტი პარკთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კომპანია ვეღარ შეძლებს ავტომანქანების "გატაცებას".

"სი-ტი პარკს მოუწევს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების სისტემების მშენებლობაში ინვესტიციის ჩადება. სი-ტი პარკი ვეღარ შეძლებს ქუჩებიდან ავტომანქანების გატაცებას და საჯარიმო სადგომზე გადატანას! დიახ, თუ მანქანა მისთვის განკუთვნილ ადგილზე არ დგას და მოძრაობა ხელს უშლის, ბუნებრივია, უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი გატაცება და საჯარიმოზე გადაყვანა", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ სი-ტი პარკთან დაკავშირებით კომენტარი 4 აგვისტოს, საკრებულოში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, სი-ტი პარკთან ხელშეკრულება გადაიხედება. ნარმანია აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას "დიდი კითხვები" აქვს ამ კომპანიის შემოყვანასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

კომენტარები