ვანო მერაბიშვილის საქმე

სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა

www.ipn.ge

სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეში, ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

კომენტარები