გლუქსმანი: როცა სამყარო ფხიზლდება და მზადაა დახმარებისთვის, თბილისი იმალება

საქართველოს ხელისუფლება (ცნობისთვის, საქართველო ნაწილობრივ და უკანონოდ არის ოკუპირებული რუსი სამხედროების მიერ და ის ითვლებოდა ხოლმე ყველაზე პროდასავლურ ქვეყანად რეგიონში) ზურგს აქცევს უკრაინას, აკრიტიკებს რა ევროპულ სანქციებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და აკეთებს არჩევანს ნეიტრალიტეტზე. სამარცხვინოა.

Civil.ge: ”ეს შეშფოთების უზარმაზარ საფუძველს იძლევა“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ. სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა და ა.შ. არ არის, რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი. საუკეთესო შემთხვევაში, უნდა დასხდნენ მაგიდასთან ყველანი, ვისაც ეს ეხება და ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები“.

რომ მახსენდება, როგორ ვეხვეწებოდით ევროპელებსა და ამერიკელებს, დაეშოშმინებინათ პუტინი... და ახლა, როცა სამყარო ფხიზლდება და მზადაა დახმარებისთვის, თბილისი იმალება. მატარებელმა ისევ გაგვასწრო. უფრო მნიშვნელოვანი ახლა ოპონენტების სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებაა. დასანანია.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებაზე.

კომენტარები