ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ბესელია - ბოკერიაზე: უშიშროების საბჭოს ხარჯები პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

ეკა ბესელიამ გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, გიგა ბოკერიასთვის ბრალის წაყენების შესახებ კითხვას უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე - "არის საუბარი იმაზე, რომ შემდეგი იქნება გიგა ბოკერია? ის თავის დროზეც არაერთხელ ახსენა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც უშიშროების საბჭოდან გახარჯულ თანხებზე საუბრობდა... თქვენ რა კითხვები გაქვთ, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან?" - ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

"უშიშროების საბჭოს მიმართ არსებობს კითხვები, სად და ვისთან მიდიოდა ეს მილიონები? ვისთვის და რა მიზნით იხარჯებოდა უზარმაზარი თანხები? ეს გამოძიების საქმეა და ცხადია, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს" - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები