ოფიციალურმა ჩინეთმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ მდებარე პროვინცია იუნანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რამაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა, 2500 სამხედრო გაგზავნა. სამხედროები შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოებს განახორციელებენ.
3 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრისას, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა, სულ ცოტა 381 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 1800-ზე მეტი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ბოლო 14 წელიწადის განმავლობაში არ მომხდარა.
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დანგრეულია 12000 სახლი, დაზიანებულია - 30 000.
ხელისუფლებამ ადგილზე სპეციალური დახმარების პაკეტი უკვე გაგზავნა.