ნათელაშვილი: სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა საზაფხულო სანახაობაა

კარგად მოგეხსენებათ ძველი რომაელების ფორმულა – არ მოაკლო ხალხს პური და სანახაობა. ეს ალბათ ივანიშვილმაც იცის, მაგრამ ალბათ ნახევრად, მას ჰგონია, რომ ხალხს უნდა მარტო სანახაობა და პური არ სჭირდება. სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემით, მან მოაწყო მორიგი ზაფხულის სანახაობა. იცის, რომ ახლოვდება მშიერი შემოდგომა, შესაბამისად, უნდა, რომ სანახაობრივი საკვები გადმოაგდოს. მან ძალიან კარგად ისიც, რომ სააკაშვილს არცერთი სახელმწიფო, რასაც ჰქვია ევროპა-ამერიკის მასშტაბით, რასაც ჰქვია ჩრდილო-ატლანტიკა, არ დააკავებს და ამ ხელისუფლებას და არცერთ ხელისუფლებას არ გადასცემს. თუ ბატონ ივანიშვილს სურდა, რომ სააკაშვილს პასუხი ეგო მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, რომელიც 7 ნოემბრის გარდა უამრავია, შეეძლო ეს გაეკეთებინა, მათ ერთმანეთის იმდენი საიდუმლო იციან, რომ ორივე დაიღუპება, ეს რომ გაამჟღავნონ. საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს ივანიშვილმა მოაგებინა, დააფინანსა 150 მილიონით, თვითონვე ადასტურებს ამას ინტერვიუებში, რომ მე ინაგურაციის დღეს დავურეკე და დავემშვიდობე, მანამდე მის გვერდით ვიყავიო, თითქოს მანამდე არ იცოდა, რომ 7 ნოემბრის აქცია დაარბია...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში

კომენტარები