მერიის კადრები

დავით ნარმანიამ თბილისის მერის მომავალი მოადგილეები და გამგებლები წარადგინა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ხუთი მოადგილიდან, ოთხი - მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება.

მერის პირველი მოადგილის პოსტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი დაიკავებს. მერის მოადგილედ გადადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია. მერის მოადგილე იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე. მერის მოადგილის პოსტს ასევე დაიკავებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია.

დავით ნარმანიას მოადგილე აგრეთვე იქნება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.

დავით ნარმანიამ დღესვე თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

საბურთალოს გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე.

ვაკის გამგებლობის კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე.
მთაწმინდის გამგებლობის კანდიდატი - გელა არჩვაძე.
ჩუღურეთის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე.

დიდუბის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი.
ნაძალადევის გამგებლობის კანდიდატი - ზაზა გაბუნია. 
გლდანის გამგებლობის კანდიდატი - ბესიკ ქარცივაძე.
კრწანისის გამგებლობის კანდიდატი - გიორგი კოპალეიშვილი.

ისნის გამგებლობის კანდიდატი - ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

სამგორის გამგებლობის კანდიდატი - მამუკა ჩოქური.

ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატებიც დაასახელა. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს თბილისის ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება ძალაში შედის. შესაბამისად, დღეს დავით ნარმანია თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

კომენტარები