ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

სენატმა რუსეთში აშშ-ის ელჩად საქართველოში ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი დაამტკიცა

ჯონ ტეფტი - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტრო

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად სენატმა ჯონ ტეფტი დაამტკიცა, რომელიც 2005-2009 წლებში ამერიკის დიპლომატიურ მისიას საქართველოში ხელმძღვანელობდა.

2009-2013 წლებში კი ტეფტი უკრაინაში შეერთებულ შტატების ელჩი იყო. საქართველოში მისი დიპლომატიური მისია რუსეთ-საქართველოს ომს, უკრაინაში კი - პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთში ჯონ ტეფტს ფერადი რევოლუციების სპეციალისტს უწოდებენ, ოფიციალურმა მოსკოვმა მის დანიშვნაზე ოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადა - პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ტეფტს პროფესიონალი დიპლომატი უწოდა.

ჯონ ტეფტმა სენატში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა რუსეთთან ძალიან რთულ სტადიაშია და ამერიკა თვალს ვერ დახუჭავს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე.

კომენტარები