საქართველოს პრემიერმინისტრი გამოდის ინიციატივით, საჯარო უწყებებში მუშაობა ერთი საათით ადრე დაიწყოს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, განიხილონ მისი წინადადება და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
"დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით, სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ 10 საათი არის გვიან“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულების სამინისტრო.





