საჯარო ფინანსები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს $154 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

REUTERS

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დაძაბულ გეოპოლიტიკურ ფონზე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად $154-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა. 

Reuters-ის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს სესხს 3-წლიანი ვადით აძლევს და პირველი $62-მილიონიანი ტრანშის მოხმარება ქვეყანას დაუყოვნებლივ შეეძლება.

სასესხო პროგრამა გათვალისწინებულია ქვეყნის სავალუტო რეზერვების გასამყარებლად და ეკონომიკური სირთულეების გადასალახავად, რომელიც Reuters-ის თქმით, კვლავ მრავლად არის, სავალუტო ფონდის მიერ 2012-2013 წლებში გაცემული $386-მილიონიანი სასესხო პროგრამის შემდეგაც კი. 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 6% შეადგინა. 

კომენტარები