რუსეთი

იაპონიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვა მიზანშეწონილი არაა

რუსული ავიამზიდი ადმირალი კუზნეცოვი
Eurasian Defence

იაპონიის თავდაცვის მინისტრის იცუნორი ონოდერას თქმით, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ორი მისტრალის მიყიდვა საფრთხეს შეუქმნის იაპონიის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას RIA Novosti ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ The Japan Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ონოდერას თქმით, საფრანგეთ-რუსეთის შეთანხმება შეშფოთებას იწვევდა. 

ამ შეთანხმების შესრულება მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, - გამოთქვა აზრი ონოდერამ. იმავე აზრის არის აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსი, რომლის თქმითაც რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვისათვის შესაფერისი დრო არ არის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში $1.6 მილიარდს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ერთ მისტრალს უკვე ფლობენ. ადმირალ კუზნეცოვს (გადამყვანის სახელი) შეუძლია 25-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი გადააადგილოს. 

კომენტარები