მალხაზ სონღულაშვილი

მისალოცი წერილი მუსლიმ დებსა და ძმებს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

‘იდ მუბარაქ, ჩემო მუსლიმო დებო და ძმებო!

გუშინ 28 ივლისს, რამადანის ერთთვიანი მარხვის შემდეგ მთელი დედამიწის ზურგზე ბილიონმა მუსლიმმა დაამთავრეთ მარხვა და იზეიმეთ ‘იდ ალ-ფიტრ-ი ანუ მარხვის გასრულების დღესასწაული ამ დროს თქვენ ლოცულობთ იმისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობა, ბედნიერება და წარმატება მიანიჭოს მსოფლიოს ყველა მკვიდრს.

ჩემთვის პატივი იყო, რომ ამ თვეში შემოგერთებიდით მარხვაში და თქვენთან ერთად გამევლო რამადანის თვის სულიერი დისციპლინა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მიუხედავად ხანგრძლივი მოგზაურობისა ამ თვეში, შემაძლებინა უკლებლივ ყველა დღის მარხვის დაცვა.

ამ წერილით მინდა  მოგილოცოთ  ‘იდის დღესასწაული ყველა მუსლიმს და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ მულიმებს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და ღვთის კურთხევა.

დღეს ჩვენ საგანგებოდ ვლოცულობთ და ვფიქრობთ იმ მუსლიმებზე, რომელბსაც ამ დღესასწაულის დღეებში ნაკლებად ეზეიმებათ: ღაზაში, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. ჩვენი ლოცვაა, რომ ღმერთმა მშვიდობა და დაცულობა უწყალობოს მათ.

ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ყველა კეთილი ნების ადამიანთან ერთად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს პლანეტაზე.

ჩვენ ერთი გვყავს, ერთი პლანეტა გვაქვს და ერთი ცა გვახურავს თავზე, ამიტომ არ შეიძლება, რომ მტრობამ, ფობიებმა და უმეცრებამ დაგვაშოროს ერთმანეთს.  დროა, ვაღიაროთ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილი ჩვენი შეცდომები; დროა ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმენეთს; დროა, დავივიწყოთ ის, რაც ხელს უშლის ჩვენს შორის მეგობრობასა და სიყვარულს, დროა დავივიწყოთ წარსული და მომავალზე ვიფიქროთ.  ‘იდ ალ-ფიტრი ხომ შენდობისა და შერიგების დროა.

თქვენი კნინი ძმა,

თბილელი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი,
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია 

ჩიკაგო, აშშ.
29 ივლისი 2014.

კომენტარები