ლოიკ რემი

ლოიკ რემიმ ლივერპულში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ქპრ-ს დაუბრუნდა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ლოიკ რემი ლივერპულის წევრი არ გახდება. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მერსისაიდელები ქუინზ პარკ რეინჯერს ფორვარდის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ფუნტს გადაუხდიდნენ, თუმცა რემიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ლივერპულში საკითხის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ და დეტალურ მიზეზებზე არ საუბრობენ, მაგრამ ცნობილია რომ ფრანგისთვის კლუბის 7-ნომრიანი მაისურის გადაცემა გადაწყვეტილი იყო, როდესაც გამოკვლევისას რემის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად ცნეს.

"ეს დიდი უიღბლობაა მოთამაშისთვის და ძალიან სამწუხარო ფაქტია ჩვენთვის, მაგრამ მეტი არაფერია სათქმელი. ახლა, ახალ სამიზნეებზე გადავერთვებით", - განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა.

რაც შეეხება ლოიკ რემის, ახლა ის ქუინზ პარკ რეინჯერს დაუბრუნდება. მისი გადაბირებით ლივერპულის გარდა, ლონდონის არსენალი და ნიუკასლ იუნაიტედი იყვნენ დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი თავდამსხმელმა არენდით ნიუკასლში გაატარა, სადაც 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.

კომენტარები