ელექტროენერგიის გათიშვა

მაჭავარიანი: საქართველოს სჭირდება მეტი ჰესი და არა ავტოგოლები ენერგეტიკაში

ka.wikipedia.org

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კახი კალაძის განცხადებას ეხმაურებიან. ენერგეტიკის მინისტრმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო "ასეთი გახარებული ნაციონალები მე არ მინახავს უკვე 2 წელია".

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანას ჰყავს ენერგეტიკის მინისტრი, რომელსაც „ადეკვატური შეფასებები არ აქვს" და გამუდმებით იმუქრება:

„ძალიან სამწუხაროა, რა ავარიაც მოხდა, მაგრამ უფრო სამწუხაროა, რომ გვყავს ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალი არ არის ამ საქმეში, არამედ ადეკვატური შეფასებები არ აქვს. მას სულ ელანდება პრობლემები ოპოზიციისგან, სულ იმუქრება - ხან რუსთავი 2-ის დახურვით, ხან ოპოზიციის დაჭერით. როგორც ჩანს, ეს ადამიანები თავის უნიათობას და არაპროფესიონალიზმს სწორედ ამით ამართლებენ. მე არსად მინახავს გახარებული ოპოზიცია, პირიქით, ჩვენ გვესმის ეს პრობლემები - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოს სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა, სჭირდება მეტი ჰესის მშენებლობა და არა ლაპარაკი და ავტოგოლები ენერგეტიკაში", - ამბობს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, 27 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარ ავარიას ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა მოჰყვა.

კომენტარები